რუსეთში, ქალაქ ძერჟინსკში, საავტომობილო ზეთებისა და ქიმიური ნივთიერებების საწყობი იწვის

გამოქვეყნდა:

ძლიერი ხანძარი რუსეთში - პროპაგანდისტული გამოცემა ТАСС-ის ინფორმაციით, ქალაქ ძერჟინსკში საავტომობილო ზეთებისა და ქიმიური მრეწველობის პროდუქტების საწყობი იწვის.

რუსული მედია წერს, რომ ცეცხლი 4 ათას კვ.მ-ს მოედო და მის ჩაქრობაში ავიაცია და სახანძრო მატარებლები არიან ჩართული. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. 

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი