დაპირისპირება და მორიგი შიდაპარტიული არჩევნების ინიციატივა ენმ-ში | ხაბეიშვილ-მელიას ფლანგებს შორის კონფლიქტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" კვლვაც 2 ბანაკადაა დაყოფილი. დაპირისპირების მთავარი საგანი ის პროცესია, რომელიც თავმჯდომარის არჩევნებს მოჰყვა. პოლიტსაბჭოს წევრების გათავისუფლება და სხვა პირებით ერთპიროვნულად დაკომპლექტება. ამ შეცდომის გამოსწორებას ძველი მენეჯმენტი ახლა, ახალს სთხოვს.

პარალელურად, ლევან ხაბეიშვილი პარტიაში ისევ არჩევნებს აანონსებს, ამჯერად 73 ოლქში, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს აირჩევენ. აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ამ ინიციატივასაც. ნიკა მელიას ფლანგი ხაბეიშვილის მხარეს ზეწოლაში ადანაშაულებს და ამტკიცებენ, რომ რაიონულ ლიდერებს ახალი თავმჯდომარის თანაგუნდელები ურეკავენ და თანამდებობების დატოვებას მელიას მხარდაჭერის მოტივით სთხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი