"ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი" | ბერბოკი

გამოქვეყნდა:

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთი სულ უფრო ხდება სისტემური მეტოქე, ვიდრე სავაჭრო პარტნიორი და კონკურენტი. 

"მეტი, ვიდრე შოკისმომგვრელი", - ასე შეაფასა ბერბოკმა ჩინეთში საკუთარი ვიზიტი.

ანალენა ბერბოკის თქმით, ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორიცაა.

ამასთან, როგორც ბერბოკმა აღნიშნა, გერმანიის მთავრობას აქვს სურვილი, რომ იმუშაოს ჩინეთთან, თუმცა არ სურს წარსული შეცდომების განმეორება, როგორიც იყო, "ვაჭრობის გზით ცვლილებების" კონცეფცია, რომლის თანახმადაც, დასავლეთს აქვს შესაძლებლობა ავტორიტარულ რეჟიმებში ვაჭრობის გზით მიაღწიოს პოლიტიკურ ცვლილებებს.

გერმანელმა დიპლომატმა ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის ჩართულობაზეც და განაცხადა, რომ ჩინეთს პასუხისმგებლობა ეკისრება, იმუშაოს მსოფლიოში მშვიდობისთვის, განსაკუთრებით კი გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინასთან ომში.

აღსანიშნავია, რომ პეკინმა დადო პირობა, რომ რუსეთს იარაღს არ მიაწვდის, რასაც გერმანია მიესალმება. ბერლინი დააკვირდება, როგორ შეძლებს ჩინეთი აღნისნული დაპირების შესრულებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი