მილიონ 700 ათასი ლარი დეპუტატების მოგზაურობებისთვის | რა მიზნით წავიდნენ ხუნდაძე და სუბარი ტაილანდში

გამოქვეყნდა:

მილიონ 700 ათასი ლარი დეპუტატების მოგზაურობებისთვის ერთი წლის განმავლობაში. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მორიგი გაურკვეველი და ნულოვანი პოლიტიკური შედეგის ხარჯი. ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ დეპუტატების მივლინებათა უმეტესობა არაფრის მომცემია. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ეს მივლინებები კორუფციულ კითხვებს აჩენს ან ირონიას იწვევს.

ბოლო ორი ასეთი ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა - მაგალითად, რა მიზნით იმყოფებოდა პარლამენტის თავმჯდომარე რუანდაში - რაშიც 10 ათასი ლარი დაიხარჯა. და რატომ მოხდა, რომ ტაილანდში "ქართული ოცნების" და ხალხის ძალის დეპუტატების 40 ათას ლარიანი ვიზიტის ერთადერთი ცნობილი შედეგი მცხეთის და ტაილანდური ქალაქ აიუტაიას დაძმობილებაა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი