ლოიდ ოსტინი დარწმუნებულია, რომ შვედეთი NATO-ს წევრი ივლისამდე გახდება

გამოქვეყნდა:

პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა იტოკჰოლმში, შვედეთის თავდაცვის მინისტრ პოლ იონსონთან საუბრისას განაცხადა, რომ დარწმუნებულია, თურქეთი და უნგრეთი გადაწყვეტილებას მიიღებენ და შვედეთი NATO-ს წევრი ქვეყანა ივლისამდე გახდება.

"დარწმუნებული ვარ, რომ თურქეთი და უნგრეთი გადაწყვეტილებას მიიღებენ და დარწმუნებული ვარ, რომ ივლისამდე მიიღებენ მას", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, NATO-ს 30 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები "იმავეს გრძნობენ"

ამასთან, ოსტინი იმედოვნებს, რომ მხარეები უახლოეს მომავალში ჩიხიდან გამოვლენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი