
ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ეს არის კონსტიტუციური პრინციპი. ჩვენ ერთგულება დავუდასტურეთ ყველა კეთილსინდისიერ მოსამართლეს, რომელთა მონაწილეობითაც ფუნდამენტურად შეიცვალა საქართველოში სასამართლო სისტემა 2012 წლიდან მოყოლებული. ეს იყო ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც გაჟღერდა პარლამენტის სხდომაზე. ჩვენ ნაცმოძრაობას ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივცემთ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალებას. მათ რომ ჰქონდეთ რაიმე მორალური პრინციპი, ამ საკითხს არც კი დააყენებდნენ. მათ თავის დროზე შექმნილი აქვთ სისხლიანი სასამართლო სისტემა.
- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.