"კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია... ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მან თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები..." | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია. ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ მან თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები..." - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. 

...მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია. სწორედ ამიტომ არის, რომ კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, მიმალულია, ხო, დღეს, კეზერაშვილი, ის თავისუფლად სარგებლობს მიმოსვლის საშუალებით, სხვადასხვა ქვეყანაში, როდესაც ყველამ იცის, რომ მას ჰყავს გაძარცვული ბიზნესმენები საქართველოში, გაძარცვული ჰყავს ჯარი საქართველოში და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით, რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტია. ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა, ეს ყველაფერი არის წარუმატებლობისთვის განწირული.

კეზერაშვილი, ზოგადად, არის ცნობილი წარუმატებელი ინვესტიციებით. მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის "ფორმულა". 1%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ხარჯავს ყოველწლიურად მილიონობით დოლარს. ეს არის კეზერაშვილის სიმბოლო და ძალიან კარგიც არის ეს, იმიტომ რომ თავისივე მოპარული ფული საბოლოო ჯამში ბრუნდება საქართველოში. ვერც შედეგს ვერ აღწევს ამ ყველაფრით და მოპარული ფული, ჯარისგან მოპარული ფული, ბიზნესისგან ნაძარცვი ფული ბრუნდება საქართველოში. ეს არის ძალიან კარგი, - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი