"კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეიძლება საკუთარ საგამოძიებო კომისიას გამოკრას ხელი" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

მე მგონი, საბოლოო ჯამში ისინი ხელს გამოკრავენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მათ წინააღმდეგ, კოლექტიური ნაცმოძრაობის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ეს არც იქნება გამოძიება, სინამდვილეში მათ კრიმინალს სჭირდება არა გამოძიება, არამედ მხოლოდ სისტემატიზაცია. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა დანაშაულები აქვთ მათ ჩადენილი.

[...]

10 წელია გასული მათ [წინა ხელისუფლების] მიერ ამ დანაშაულების ჩადენიდან... ხალხმა ამოისუნთქა, დაისვენა, ბიზნესმა მოიპოვა თავისუფლება, ციხეებში შემცირდა პატიმრების რაოდენობა, ადამიანები გათავისუფლდნენ წნეხისგან, რომელიც ჰქონდათ ადეიშვილი-სააკაშვილის  სასამართლოს მხრიდან.

მაგრამ 10 წელია გასული, 10 წლის გასვლა ნიშნავს, რომ ემოციურ დონეზე მაინც თითოეულ ჩვენგანს, საზოგადოებას, ავიწყდება დანაშაულები, რაც მათ მიერ არის ჩადენილი, შეიძლება, 10 წლისთავზე კარგი დრო იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ გავახსენოთ საზოგადოებას, არიან მათ შორის ახალგაზრდები, ვისაც საერთოდ არ უნახავს ის წლები, არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან პირობითაც 20 წლის, 10 წლის წინ იყვნენ 10 წლის და საერთოდ არ ახსოვთ, რა ხდებოდა ნაცმოძრაობის დროს. შეიძლება, 10 წლისთავზე იყოს სწორედ იდეალური დრო იმისთვის, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ გავახსენოთ, რა მძიმე და უმძიმესი დანაშაულები აქვს ნაცმოძრაობას ჩადენილი.

პატარა ნიურნბერგი [იქნება] ამ ადამიანებისთვის, შეფასება-შეხსენების დონეზე. საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, სისტემატიზაციის დონეზე უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მე ასე მგონია, ამის დრო ალბათ დადგება, ვნახოთ, შევხედოთ, როგორ განვითარდება პროცესები, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მათ შეიძლება გამოკრან საკუთარ საგამოძიებო კომისიას ხელი, რომელიც მოახდენს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების სისტემატიზაციას.

- თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ TV იმედის ეთერში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი