"ჩვენ სხვა ხელწერა გვაქვს... ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საქართველოს კონსტიტუციას" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ჩვენ სხვა ხელწერა გვაქვს... ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საქართველოს კონსტიტუციას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს და ენმ-სა და საკუთარ პარტიას ადარებს. 

ჩვენი ქვეყნის უბედურებაა ის, რომ ისინი [წინა ხელისუფლების წარმომადგენლები] არიან მთავარი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში დღემდე. ეს არის უბედურება. რა თქმა უნდა, ამაზე არის უამრავი საუბარი, რომ ხომ არ ჯობდა სხვანაირი მეთოდებით ბრძოლა ამ პოლიტიკურ სუბიექტებთან. ჩვენ მათივე მეთოდებს ვერ გამოვიყენებთ მათ წინააღმდეგ, რეპრესიებს და ა.შ. ეს იყო მათი ხელწერა.

ჩვენ გვაქვს სხვა ხელწერა. მათ შორის, ბევრ რაღაცას ვუწევთ ანგარიშს, ჩვენ ანგარიშს ვუწევთ საქართველოს კონსტიტუციას და ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ, რომ დავარღვიოთ სამართლის უზენაესობა, გამოვიყენოთ პოლიტიზებული მართლმსაჯულების ინსტრუმენტები და ა.შ. ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს იყო მათი ხელწერა.

და ჩვენ ასევე ანგარიშს ვუწევთ იმას, რომ 500 ათასი ადამიანი, გინდა ასე, გინდა ისე, გინდა ტელევიზიების თუ ფულის თუ როგორც არის პროცესების გამო მხარს უჭერს ამ პოლიტიკურ პარტიას. ყველაფერს ვუწევთ, საბოლოო ჯამში, ანგარიშს, მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ამოცანა რა თქმა უნდა არის ამ პოლიტიკური ძალის განეიტრალება, - ამბობს კობახიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი