კორუფციული პროექტია, სამუშაოები 2022 წელს უნდა დასრულებულიყო - ენმ ბათუმში გმირთა ხეივანის რეაბილიტაციაზე

გამოქვეყნდა:

ბათუმში, "განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში გმირთა ხეივნის და მისი გაგრძელების – ფიროსმანის ქუჩიდან ბაგრატიონის ქუჩამდე რეაბილიტაცია მიმდინარეობს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ პროექტი 2022 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი დღემდე გრძელდება. 

პარტიაში ამბობენ, რომ ამ ხეივანს სინამდვილეში სარეაბილიტაციო არაფერი ჰქონდა და დაუმთავრებელ სამუშაოებში ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი უკვე გადახდილია. ენმ-ში კორუფციის რისკებზე საუბრობენ.

"ყველა პროექტი დაკავშირებულია, ასე თუ ისე ბმაშია, კორუფციულ სქემასთან და ამის ნათელი მაგალითია "განახლებული რეგიონების" პროექტი, რომელზეც დაგვპირდა პრემიერმინისტრი, რომ ქვეყნის მასშტაბით დახარჯავდა 500 მილიონ ლარს, დღეს, ბათუმში ჩვენ ვხედავთ ამ პროექტის ერთ-ერთ ნაწილს, ეს არის გმირთა ხეივნის რეაბილიტაციის პროექტი, თუმცა სარეაბილიტაციო ამას არაფერი ჰქონდა, ამაზე სიუჟეტიც არის გაკეთებული. თქვენ ხედავთ დაუმთავრებელ პრომინატს, რომელშიც 14 მილიონი ლარი უკვე გადახდილია, აღარაფერს ვამბობ ვადებზე, ეს უნდა დამთავრებულიყო 2022 წლის 31 დეკემბერს, დღეს 2023 წლის აპრილია. ამის გარდა ეტყობა ნახევარი მილიარდი ლარი ღარიბაშვილისთვის არ იყო საკმარისი და დაანონსა ახალი პროექტი - კურორტების განვითარების, რომლის ფარგლებშიც უნდა დახარჯოს მილიარდი ლარი. დარწმუნებული ვართ, თუ ეს მოხერხდა და ეს პროექტი დაიწყო, პირდაპირ ბმაში იქნება კორუფციასთან, ისევე როგორც ეს პროექტი, რომელსაც ახლა უყურებთ, აქ უკვე განათებები გვაქვს, დარგულია, ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ ხედავთ რეალობაში, ეს არის მხოლოდ ქაღალდზე, ეს თანხა, 14 მლნ ლარი გადახდილია ამ კომპანიისთვის", - თქვა ლევან ანთაძემ. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი