რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს - მედია 

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია UNIAN-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიან იურისტ იური ტრუტნევზე დაყრდნობით წერს, რომ რუსმა ადმირალმა სერგეი ავაკიანციმ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის (ТОФ) მეთაურის თანამდებობა დატოვა. 

გამოცემის ცნობით, ავაკიანცი დაინიშნება შტაბის უფროსად, რომელიც ზედამხედველობს „სამხედრო და სპორტული მომზადების“ და „პატრიოტული განათლების“ რუსულ ცენტრებს. პრესსამსახურს ადმირალი ავაკიანცის გათავისუფლების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ავაკიანცი 2012 წლის მაისში დაინიშნა რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის მეთაურად და სამხედრო სამსახურისთვის არაერთი ჯილდო აქვს აღებული. ადმირალის სამხედრო წოდება 2014 წლის 13 დეკემბერს მიენიჭა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი