EU-ს 12 რეკომენდაციიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 - არასამთავრობოების შუალედური ანგარიში

გამოქვეყნდა:

საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს - ასეთია სამოქალაქო სექტორის შუალედური შეფასება. 

კერძოდ, როგორც არასამთავრობოები აცხადებენ, ბრიუსელის მიერ დასახელებული 12 პრიორიტეტული მიმართულებიდან სრულად შესრულებულია მხოლოდ 1 პუნქტი, 6 შესრულებულია მხოლოდ ნაწილობრივ, ხოლო 5 პრიორიტეტი ამ დრომდე საერთოდ შეუსრულებელია

მათ შორის, არ არის გადადგმული ნაბიჯები მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია და მედიის თავისუფლების გარანტირება. 

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, სრულად შესრულებულია მე-11 რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი მოითხოვს: "მიღებული იქნას კანონი, რომლის თანახმადაც ქართული სასამართლოები პროაქტიულად გაითვალისწინებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენებს თავიანთ გადაწყვეტილებებში.”

იხილეთსტატუსმეტრი - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი