პენიტენციურს და ჯანდაცვას რეგულარულად ვაწვდით ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ - ჩხაიძე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტი დღეს დედამ, გიული ალასანიამ მოინახულა, რომელიც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. ოჯახი სასჯელის დროებით გადავადებას ითხოვს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. 

"ვივა მედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პენიტენციურ დაწესებულებასა და ჯანდაცვის სამინისტროს ყოველ კვირის ბოლოს აწვდიან ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

"პენიტენციურ დაწესებულებას პირველ რიგში, რეგულარულად ვაწვდით შუალედურ ფორმა 100-ს სადაც ასახულია მიმდინარე მდგომარეობა პაციენტის და მიმდინარე მკურნალობის პროცესი. ყოველ კვირაში ვაწვდით სამედიცინო დასკვნას პენიტენციურ დაწესებულებას და ასე გაგრძელდება ამ კვირაშიც", - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

მისი თქმით, უწყებას მიაწვდიან ინფორმაციას სპეციალისტების, მათ შორის ფსიქიატრების დასკვნის შესახებ, აუცილებლად მიაწვდიან.

"ჩვენ დროებით გადავადებას ვითხოვთ და პირველ პლანზე უნდა იყოს ჯანმრთელობა. ყველაფერი რაც ასახავს მის ჯანმრთელობას, არის წარდგენილი. დამატებითი შეკითხვები ალბათ გაუჩნდათ და გაეცემათ პასუხი. რაც იყო წარდგენილი, იქ ამომწურავად არის ყველაფერი, მაგრამ რაღაც შეიძლება დადასტურება უნდათ, დრო ხომ გადის და ყოველდღიურად ვითარება იცვლება, ალბათ ამასთან არის დაკავშირებული", - თქვა ალასანიამ. 

იხილეთ: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი