
სასამართლო სისტემაში კორუფციის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის დაყენება პარლამენტში კენჭისყრაზე დღესაც იგეგმება. კომისიის შექმნას ოპოზიცია ითხოვს, თუმცა მმართველი პარტია ამ ინიციატივას "მოსამართლეების სოლიდარობის" ნიშნად არ იზიარებს. თავმჯდომარე კობახიძის გადაწყვეტილებით, "ოცნების" დეპუტატებმა ზედიზედ ორჯერ არ გაიარეს რეგისტრაცია, რის გამოც სასესიო დარბაზში კვორუმი ვერ შედგა და საკითხი კენჭისყრაზე ვერ გავიდა.
საგამოძიებო კომისიის შექმნას, 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მესამე დღეა ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მობილიზებულია იმისათვის რომ ინიციატივას კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.