
იემენის დედაქალაქ სანაში, რამადანის საქველმოქმედო აქციის დროს ჭყლეტას მინიმუმ 78 ადამიანი ემსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ასობით ადამიანი სკოლაში შეიკრიბა, სადაც საქველმოქმედო ღონისძიება ტარდებოდა და მოქალაქეებს $9-ის შემოწირულობა უნდა მიეღოთ.
იემენის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი ადგილობრივი ბიზნესმენი, რომლებიც ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ და მიმდინარეობს გამოძიება.