გვქონდა კონსულტაციები ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობასთან და ყველა ინიციატივას დავუჭერთ მხარს - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" დამფუძნებელი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ის შეხვდა ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებს და მზად არის, მხარი დაუჭიროს მათ ყველა ინიციატივას. 

ხოშტარია ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თავისუფლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საუბარია ევროპულ მომავალსა და ინტერესებზე. 

"სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ერთი არ შეწყალების და მეორე ვიზიტის ჩაშლის [სტრასბურგში], სცდება ვიწროპარტიულ ან ერთი ტელევიზიის საკითხს, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა მთლიანად ჩვენი ევროპული პროცესისთვის და ძალიან დიდი მოლოდინების იმედგაცრუება როგორც პარტნიორებისთვის, ასევე, ჩვენთვის, ამიტომ მოქმედება ამ საკითხის გარშემო ძალიან მნიშვნელოვანია. 

ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის ორგანიზაციასთან, ვნახეთ მათი განცხადება და მზად ვართ, აბსოლუტურად ყველა ინიციატივას, რაც მათგან წამოვა დავუჭიროთ მხარი. იქნება ეს პროტესტი, აქცია თუ სხვა ინიციატივები",- თქვა ელენე ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, დღეს  ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის წევრებმა სიმბოლურად პრეზიდენტის რეზიდენციასთან, ათონელის ქუჩაზე განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ იწყებენ კონსულტაციებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ დასრულდეს ნიკა გვარამიას უკანონო პატიმრობა. მათ ასევე აქციაც დააანონსეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი