იენს სტოლტენბერგი ბუჩაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, ბუჩაში ჩავიდა და რუსული სისასტიკის კვალი საკუთარი თვალით ნახა. ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა იენს სტოლტენბერგს რუსული ტყვიებისგან დამზადებული სამახსოვრო მონეტა აჩუქა, რომელიც ბუჩას სიმბოლოებითაა გაფორმებული. 

"ქალაქში ჩადენილი დანაშაულის შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გენერალურ მდივანზე. მან დაგვარწმუნა, რომ ნატო გააგრძელებს უკრაინის, უკრაინის ჯარისა და უკრაინელი ხალხის უპრეცედენტო მხარდაჭერას. მჯერა, რომ გადაწყვეტილება იქნება ურყევი და დააჩქარებს ჩვენს გამარჯვება", - წერს ის

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი