"სწორია უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას" | ვოლსკი

გამოქვეყნდა:

"სწორია გადაწყვეტილება, რაც უმრავლესობამ მიიღო, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ თქვა. 

ის ასევე სანქცირებული მოსამართლეების მიმართ "ოცნების" სოლიდარობის შესახებ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაცია მხოლოდ ღია წყაროებს ემყარება, არ არსებობს შესაბამისი ფაქტები და ამიტომ სწორია საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას.

"განცხადება უნდა განვიხილოთ, როგორც საკითხისადმი სუბიექტური მიდგომა, ვინაიდან არ არსებობს ამ თემაზე გამოძიების დაწყების ფაქტი და საფუძველი. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან იქნება გამოძიება თუ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ფაქტები და როდესაც სახეზეა ამ ფაქტების არარსებობის შემთხვევა, როცა სახელმწიფო დეპარტამენტისადმი მიწოდებული ინფორმაცია ემყარება მხოლოდ ღია წყაროებს, სუბიექტური მიდგომაა და სწორია ის გადაწყვეტილება, რაც უმრავლესობამ მიიღო, მხარი არ დაუჭიროს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას" - თქვა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მოსამართლეების დაცვა, 4 კორუმპირებული პიროვნების დაცვაში არ გამოიხატება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი