
მკვლელობა თუშეთის მაღალმთიან ზოლში, სოფელ ჭეშოში გუშინ, გვიან ღამით მოხდა. მოკლულია 40 წლის ნოდარ ნეკერაული, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ალვნიდანაა.
ნეკერაულის ნათესავების თქმით, მომხდარის შესახებ, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ოჯახისთვის დღეს გახდა ცნობილი. მათ ინფორმაცია მკვლელობაზე სასწრაფოს ექიმმა შეატყობინა.
სავარაუდო დამნაშავე ნეკერაულის მეზობელი და თანასოფლელი ჯაბა ქააძეა. სოფლის მცხოვრებლების თქმით, ნეკერაული და ქააძე მეგობრობდნენ, ერთად ცხოვრობდნენ და საქონელს მწყემსავდნენ.

"ჯაბა დაჭრილიაო და ეს აღარ არისო [ცოცხალი]..კარგად იყვნენ ერთმანეთში და რა მოუვიდათ არ ვიცით... ჩვენ ცუდი არ გაგვიგია მაგათზე" - ამბობს სოფლის მცხოვრები.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობა სანადირო თოფითაა ჩადენილი. ბრალდებული კი დაკავებულია. საქმეს კახეთის პოლიცია იძიებს.
ავტორი: ია გულიაშვილი