ქავთარაშვილებისა და მუთოშვილების შერიგების საკითხი პანკისის ხეობაში ისევ დღის წესრიგშია

გამოქვეყნდა:

დღეს, 31 ივლისს სოფელ ჯოყოლოში მოკლული ვისო მუთოშვილის ოჯახში შესარიგებლად პანკისის ხეობის მაცხოვრებლები მივიდნენ. საკითხი უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც სოფელ დუისში მკვლელობასთან დაკავშირებული პირის, მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა შერიგებაზე მოლაპარაკებები იწყება, თუმცა, მუთოშვილების მხარე თანახმა არაა და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. ამ დრომდე ძალაში რჩება სისხლის აღების წესიც.

შეგახსენებთ, რომ პანკისში, გუშინ, 28 ივლისს, გვიან ღამით მურად ქავთარაშვილის საცხოვრებელი სახლს უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს. დუისში ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ. გამოძიება დაწყებულია მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-შეძენა-ტარების ბრალდებით არის დაწყებული, სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ. 

მურად ქავთარაშვილი დაკავშირებულია 2019 წელს მომხდარ სისხლიან გარჩევასთან, რომლის დროსაც 37 წლის ვისო მუთოშვილი მოკლეს. მაშინ ქავთარაშვილი ფეხში დაიჭრა. უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი შურისძიებას. ჯერჯერობით დაუდგენელია, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და თავდასხმის მოტივიც.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი