ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი [CPJ] საქართველოს პრეზიდენტს ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და წერილობით მიმართავს- "გწერთ, რათა გთხოვოთ პრესის თავისუფლებისთვის კიდევ ერთი სასიცოცხლო პოზიცია დაიკავოთ თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით და ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლებით" ნათქვამია სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში.
ხელმომწერი ორგანიზაციები ზურაბიშვილს ახსენებენ, რომ მისივე აღიარებით, შურისძიების მიზნით ჟურნალისტის დაპატიმრება ქვეყნისთვის შემაშფოთებელია და რომ, ნიკა გვარამიას პატიმრობას, ზიანი მოაქვს ქვეყნის რეპუტაციისა და ევროინტეგრაციისთვის:
"ძვირფასო პრეზიდენტო,
ჩვენ, ქვემორე ხელმომწერი საერთაშორისო ადამიანის უფლებათა და პრესის თავისუფლების ორგანიზაციები, ვულოცავთ ქართველ ხალხს უცხოური აგენტების შესახებ შემოთავაზებული კანონპროექტების წარმატებით გაწვევას და მივესალმებით თქვენს ხელმძღვანელობას კანონპროექტების დაგმობისა და დემოკრატიული ღირებულებების მხარდასაჭერად.
ჩვენ გწერთ დღეს, რათა გთხოვოთ პრესის თავისუფლებისთვის კიდევ ერთი სასიცოცხლო პოზიცია დაიკავოთ თქვენი უფლებამოსილების გამოყენებით და ჟურნალისტ ნიკა გვარამიას ციხიდან გათავისუფლებით.
2022 წლის 16 მაისიდან დამოუკიდებელი მაუწყებლის, „მთავარი არხის“, დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა გვარამია 3,5 წლიან პატიმრობაშია. შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ გვარამიას ნასამართლობა "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი", ევროპარლამენტმა კი დაგმო მისი ნასამართლობა რეზოლუციით და ბრალდებებს "საეჭვო" უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა დაასკვნა, რომ გვარამიას საქმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ უნდა მოჰყოლოდა. როგორც მთავარი არხის წამყვანი, გვარამია ცნობილი იყო საქართველოს მმართველი პარტიის მიმართ მკაცრი კრიტიკით და მისი პატიმრობა ფართოდ დაგმეს ადგილობრივმა და საერთაშორისო უფლებადამცველმა ჯგუფებმა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.
როგორც ადამიანი, რომელიც მზად არის შეინარჩუნოს საქართველოს საერთაშორისო პოზიცია, თქვენ აღიარებთ, რომ შურისძიების მიზნით ჟურნალისტის დაპატიმრება თქვენი ქვეყნისთვის შემაშფოთებელ შემობრუნებას წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც 1992 წელს ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების შესახებ მონაცემების შეგროვება დაიწყო, საქართველოში აქამდე არც ერთი ჟურნალისტი არ ყოფილა გისოსებს მიღმა. გვარამიას პატიმრობას, რომელიც საქართველოს პოსტსაბჭოთა რეპრესიულ, ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის აყენებს, ზიანი მოაქვს თქვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის.როგორც პრეზიდენტმა, თქვენ არაერთხელ გაუსვით ხაზი, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ევროინტეგრაცია. 2022 წლის ივნისის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ, ევროკომისიამ 12 პრიორიტეტის ჩამონათვალში მოითხოვა „უზრუნველყოფილ იქნას, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს საკანონმდებლო სტანდარტებს“, რათა ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ეს იყო მკაფიო მინიშნება გვარამიას საქმეზე. გვარამიას ციხიდან გათავისუფლების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზაციებისკენ.
ამიტომ, ჩვენ მოგიწოდებთ, მიჰყვეთ იმ იმპულსს, რომელიც ქართველი ხალხის მიერ უცხოელი აგენტების კანონის მკვეთრი დაგმობით გაჩნდა და დაიკავოთ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია საქართველოში პრესის თავისუფლებისა და თქვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გასაძლიერებლად. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი აღმასრულებელი უფლებამოსილება ნიკა გვარამიას ციხიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად." ნათქვამია წერილში.
ხელმომწერები: