"ქართული ოცნება" ფაქტობრივად ადასტურებს - ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროპული მოთხოვნები. ირაკლი კობახიძე პირადად განმარტავს, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება ბუნდოვანი პერსპექტივაა.
თუმცა ხელისუფლება პრობლემას ქართულ ოპოზიციას, სამოქალაქო ორგანიზაციებს და ევროპელ პოლიტიკოსებს უკავშირებს. გაცილებით უფრო მოქნილია კანდიდატის სტატუსის საკითხში ბრიუსელი. ევროპის დედაქალაქში არ გამორიცხავენ, რომ უმძიმესი პრობლემების მიუხედავად შეუნარჩუნონ პერსპექტივა საქართველოს და მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი - პირველი რიგში იმ მიზნით, რომ არ გაწყდეს პოლიტიკური ურთიერთობები ოფიციალურ თბილისთან.
ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი