KSE: უკრაინის სოფლის მეურნეობისთვის მიყენებულმა ზარალმა 8.7 მლრდ დოლარს მიაღწია

გამოქვეყნდა:

კიევის ეკონომიკის სკოლა (KSE) აქვეყნებს ანგარიშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის მიყენებულმა ზარალმა $8.7 მილიარდს მიაღწია.

ზარალის $4.65 მილიარდზე მეტი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მოდის. კიევის ეკონომიკის სკოლის ინფორმაციით, ომის დროს დაზიანდა ან განადგურდა 109 600 ერთეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

ზარალის კიდევ ერთი მიზეზი წარმოებული პროდუქციის განადგურება და მოპარვაა, რომლის დანაკარგმაც, $1.87 მილიარდს მიაღწია.

ომის შედეგად დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურაც, განსაკუთრებით კი საწყობები. აღნიშნული ობიექტების აღდგენის ღირებულებას KSE $1.33 მილიარდად აფასებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი