
ხუთშაბათს ლატვიის პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც 9 მაისს ცალკეულ მასობრივ გასართობ და სადღესასწაულო ღონისძიებებს, მიტინგებს, მსვლელობებსა და პიკეტირებას საჯარო ადგილებში მთელი ქვეყნის მასშტაბით კრძალავს.
ლატვიის ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივ საქმეთა კომისიის ხელმძღვანელის, იევა ბრანტეს თქმით:
"ყველამ იცის, რომ 9 მაისი არის დღე, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი იყენებს ტოტალიტარული და საოკუპაციო რეჟიმების განსადიდებლად და ჩვენს ინტერესებშია ისეთი მოვლენების პრევენცია, რომლებიც ძირს უთხრის ჩვენს ღირებულებებს, ყოფს საზოგადოებას, განადიდებს სამხედრო აგრესიას და ხელს უწყობს ცრუ გაშუქებას"