"მადლობა გადავუხადე Patriot-ის სისტემების გადმოცემისთვის" | ზელენსკი ნიდერლანდების პრემიერს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ნიდერლანდების პრემიერმინისტრმა მარკ რუტემ სატელეფონო საუბარი გამართეს. როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, საუბარი "ნაყოფიერი" იყო, სადაც მან ნიდერლანდების პრემიერს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

"ჩვენ განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. მადლობა გადავუხადე Patriot-ის სისტემების გადმოცემისთვის და დანიასთან ერთობლივი გადაწყვეტილების გამო , გადმოგვცეს 14 Leopard 2. ასევე 274 მილიონი ევროს გამოყოფისთვი,  ასევე უკრაინის მხარდაჭერის პაკეტისთის, რომელიც  2,5 მილიარდ ევროს მოიცავს. ჩვენ ვაგრძელებთ, რომ ვიმუშაოთ ნიდერლანდებთან აგრესორის მართლმსაჯულების წინაშე დასასჯელად", - წერს ზელენსკი.

სატელეფონო საუბართან დაკავშირებით მარკ რუტეს ჯერჯერობით არ უსაუბრია.

შეგახსენებთ, აშშ-დან და ნიდერლანდებიდან პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები ჩავიდა. ხუთშაბათს კოპენჰაგენმა გამოაცხადა, რომ დანიამ და ნიდერლანდებმა ერთობლივად გადასცეს უკრაინას 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უკრაინას მომავალ წელს გადაეცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი