
Financial Times-ის ინფორმაციით, სოციალურ ქსელში გავრცელებული პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ უკრაინაში პუტინის ომში მონაწილე რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი" 2023 წლის დასაწყისში ჩინეთს წარუმატებლად სთხოვდა იარაღის მიწოდებას.
ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, პუტინთან დაახლოებული ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული კომპანია "ვაგნერის" წარმომადგენლები 2023 წლის დასაწყისში ჩინეთში ცდილობდნენ საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობების შეძენას, თუმცა იანვრის დასაწყისის მდგომარეობით, ჩინეთს "ვაგნერისთვის" არანაირი იარაღი არ გაუგზანია ცდებისთვისაც და არ ჰქონია რუსულ კერძო სამხედრო კომპანიასთან არანაირი კონტაქტი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებში ნახსენებია "ვაგნერის" მიერ რუსეთის სხვა მოკავშირე ქვეყნებისგან - ბელარუსისგან და სირიისგან იარაღის წარმატებული შეძენა. ერთი-ერთი დოკუმენტის თანახმად, იანვრის დასაწყისისთვის ბელარუსმა უკვე მიაწოდა დაპირებული იარაღის 50% და "ვაგნერს" ყუმბარმტყორცნებისთვის 300 000 ჭურვის გაგზავნა შესტავაზა. რუსული კერძო სამხედრო კომპანიის ჯარისკაცებმა სირიაში 6 ყუმბარმტყორცნი და 180 ყუმბარა შეიძინეს.
დოკუმენტის თანახმად, თურქეთში პრიგოჟინის კომპანია ცდილობდა შეეძინა უპილოტო საფრენი აპარატები, რადიოელექტრონული სისტემები, საარტილერიო დანადგარები, თუმცა ეს მცდელობაც ნაწილობრივ
წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან თურქულმა მხარემ "ვაგნერს" განუცხადა, რომ მოთხოვნილი შეიარაღებისა და აღჭურვილობის ნაწილის ექსპორტირება არ შეუძლიათ.