რამშტეინის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის თავდაცვის მდივანი მივიდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გერმანიაში, აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე "რამშტეინში" ჩავიდა, სადაც პარასკევს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

"მივედი რამშტეინის საავიაციო ბაზაზე, სადაც ხვალ ვუმასპინძლობ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფს 40-ზე მეტ მოკავშირე და პარტნიორ ქვეყანასთან ერთად, რათა გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე გადაუდებელი საჭიროებების მხარდასაჭერად", - წერს ოსტინი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი