კარა-მურზას, ნავალნისა და სხვა პირების დევნაზე პასუხისმგებლების დასანქცირებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ მაგნიტსკის სანქციების დაწესებას, ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნისა და სხვა პირების პოლიტიკურ დევნაზე პასუხისმგებელი მაღალჩინოსნებისთვის. ინფორმაციას მაგნიტსკის აქტის ავტორი ბილ ბროუდერი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

რეზოლუციას მხარი 508 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მის წინააღმდეგ 14 წავიდა, ხოლო თავი შეიკავა 31-მა.

ევროპარლამენტარები ღიად მოუწოდებენ EU-ს ქვეყნებსა და ევროპულ საბჭოს, დააწესონ მკაცრი სანქციები იმ რუსი მოსამართლეების, პროკურორებისა და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებში, დაკავებებსა და წამებაში.

ევროპარლამენტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რუსეთში პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების, წამებისა და მკვლელობის ფაქტებზე დაუყოვნებლივ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

ბილ ბროუდერი დოკუმენტის ნაწილსაც აქვეყნებს:

"მოვუწოდებთ საბჭოს, დააწესოს სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ვლადიმირ კარა-მურზას, ალექსეი ნავალნის, ილია იშინის, ალექსეი გორინოვის და სხვების თვითნებურ დაკავებებსა და დაპატიმრებაზე.

მათ შორის არიან - მოსამართლეები: სერგეი პოდოპრიგოროვი, ელენა ლენსკაია, დიანა მიშჩენკო, ილია კოზლოვი, ანდრეი სედუშევი, ოლესია მენდელეევა, ოქსანა გორიუნპვა, მარგარიტა კოროვა, მარია დოვჟენკო, მარია ლარკინა, ილნარ ბასიროვი, ნატალია ვლასენკო, იგორ ჩაპლიგინი, ეკატერინა პიროჟოვკა, ალექსანდრ კოლიშნიცინი, ასევე პროკურორები და ის ადამიანები, რომლებიც მათ მხარს უჭერენ: ოლეგ ალიპოვი, ვერა ჩერვონოვა, სვეტლანა ჟურავლევა, ბორის ლოკტიონოვი, ანატოლი რაზინკინი, ნაძეჟდა ტიხონოვა, დანილა მიხეევი და სერგეი ბელოვი.

საგამოძიებო კომიტეტის წევრები: ანდრეი ზადაჩინი, ხამოვნიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მიხაილ სმირნოვი და ასევე სასჯელაღსრულების კოლონიის ცენტრის (SIZO-5) ხელმძღვანელი, დმიტრი კომნოვი". - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი