მოლდოვა აცხადებს, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთში უსაფრთხოების რეჟიმი დაარღვია

გამოქვეყნდა:

მოლდოვას შერეული საკონტროლო კომისიის (JCC) ყოველკვირეული შეხვედრის დროს კიშენევის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა დნესტრისპირეთში უსაფრთხოების რეჟიმი დაარღვია, - ამის შესახებ ინფორმაციას Moldpres-ი მოლდოვას რეინტეგრაციის ბიუროზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არაღიარებული დნესტრისპირეთის ძალოვანი სტრუქტურების უკანონო პოსტები და მათი ამოღების აუცილებლობა უსაფრთხოების ზონიდან, რომელიც  მდინარე დნესტრის გასწვრივაა განლაგებული.

გარდა ამისა, მოლდოვას დელეგაციამ ყურადღება გაამახვილა გაერთიანებული სამშვიდობო ძალების პოსტებზე ტრანსპორტის და მოქალაქეების, განსაკუთრებით კი მოლდოვაში აკრედიტებული დიპლომატების გაუმართლებელი გაჩერების შემთხვევებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი