
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ ქალაქში აფეთქება მოხდა. გლადკოვის წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, თუმცა აფეთქების მიზეზებზე არ საუბრობს.
"ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის კვეთაზე 20 მეტრის რადიუსის უზარმაზარი კრატერი წარმოიქმნა. მეზობელ კორპუსში დაზიანებულია ფანჯრები, აფეთქებამ დააზიანა რამდენიმე გაჩერებული მანქანა, ჩამოინგრა ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები" - წერს გლადკოვი.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
იხილეთ ასევე: