პატრულს ჩვენ მივმართეთ, ამ გამოძიებას ხელისუფლებაში მფარველები ჰყავს - "ანტიკორუფციული მოძრაობა" "ატრიუმში" ჩხრეკაზე

გამოქვეყნდა:

ბიზნესცენტრ "ატრიუმში" საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, "ანტიკორუფციული მოძრაობის" ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციას ე.წ. ქოლ-ცენტრის შესახებ მათ შეატყობინეს. 

მოძრაობა ქოლ-ცენტრების მფარველობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ პატრულ რეაგირება მყისიერად არ ჰქონია.

"მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ამ თვალსაჩინო ადგილას, თბილისის ცენტრში, იყო ტრანსნაციონალური კიბერდანაშაულის ე.წ. ქოლ-ცენტრი. ეს ღიად ხდებოდა. პატრულს მივმართეთ, პატრულის მხრიდანაც მყისიერი რეაგირება არ მოხდა, არავინ არ შესულა საგამოძიებო მოქმედებების დასაწყებად. საღამოს ჩვენ ვხედავთ სრულ ფარსს, რომ თითქოს რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რეალურად ამ გამოძიებას ჰყავს ხელისუფლებაში მფარველები", - ამბობს ლაშა ფარულავა. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი