გვიან ღამემდე მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს გამომძიებელთა ჯგუფი ბიზნეს ცენტრ "ატრიუმში". მათ შენობაში, სადაც რამდენიმე ოფისია განლაგებული, ჩხრეკა ჩაატარეს. რას უკავშირდებოდა საგამოძიებო მოქმედებები და რა ამოიღეს ოფისებიდან ჩხრეკის შესახებ, უწყებას ჯერ არ გაუვრცელებია. 

ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესცენტრში სამართალდამცავების გამოჩენა შესაძლოა ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს, რადგან ზოგიერთი ვერსიით, შენობაში არსებულ ოფისებს შორის ერთ-ერთში სწორედ ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ჩატარდება.

"არ მაქვს უფლება ვთქვა რომელ კომპანიაში ვმუშაობ, ასეთია ჩემი სამსახურის პოლიტიკა. მოვიდნენ, აღრიცხეს და დალუქეს ყველაფერი. სამართალდამცავები ყველა ოფისში არიან შესულები, გვითხრეს, რომ კომპიუტერები აინტერესებდათ. ქოლ-ცენტრების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილზე მომუშავე პირი.

კიდევ ერთმა დასაქმებულმა თქვა, რომ უცნაურია როგორც ქართული პოლიცია მუშაობს - "მათ ყოველგვარი განმარტების გარეშე, უბრალოდ მიაქვთ შენი საკუთრება. ჩვენ სოფთვეარ კომპანია ვართ, მეტი არაფერი".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი