თუ EU-ს წევრი რამდენიმე ქვეყანა აქონდროპლაზიის მედიკამენტს ბიუჯეტიდან დააფინანსებს, ამ პასუხისმგებლობას გავიზიარებთ - აზარაშვილი 

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე ევროკავშირის წევრი ქვეყანა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს ბიუჯეტიდან დააფინანსებს, საქართველო ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს.

აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით მან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, რამდენიმე, ევროკავშირის წევრი ქვეყანა, აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს",- თქვა აზარაშვილმა. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზარაშვილმა მშობლებს პრეპარატ "ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

სამინისტრო ამბობს, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღნიშნული წამლით მკურნალობა, ამ ეტაპზე, არ ფინანსდება.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით, მწირი მონაცემების არსებობის გამო, მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აღნიშნული წამლით მკურნალობა, ამ ეტაპზე, არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ს სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანის და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას. აღნიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები, ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ",- ნათქვამია განცხადებაში. 

იხილეთ:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი