
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ღამით ქალაქ ბელგოროდში აფეთქება მოხდა. მიზეზად უწყება საავიაციო საბრძოლო მასალის ჩამოვარდნას ასახელებს, რომელიც რუსეთის ძალების თვითმფრინავ სუ-34-ს გადაჰქონდა.
"2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, აეროკოსმოსური ძალების სუ-34 თვითმფრინავის ქალაქ ბელგოროდის თავზე ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არასაშტატო დაცემა", - აცხადებენ სამინისტროში.
სამინისტრო ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, თუმცა მსხვერპლი არ არის. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა თავის Telegram არხზე დაწერა, რომ ერთ-ერთ ქუჩაზე აფეთქება მოხდა. მისი ინფორმაციით, დაშავდა 2 ადამიანი.