ნიკა გვარამიას შეწყალებაზე მოთხოვნის არ გათვალისწინება იქნება დიდი დარტყმა ევროპული მომავლისთვის - ხოშტარია

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგი გამართა, სადაც ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის გაკეთებულ განცხადებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, წერილში მკაფიოდ და მკაცრადაა საუბარი იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილმა, დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ნიკა გვარამია. 

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ნიკა გვარამიას არ შეწყალება იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. "დროა" აცხადებს, რომ ახლა ისევ არასამთავრობოების, პარტიებისა და მოქალაქეების კონსოლიდაციის დროა.

"ეს ხდება შუალედური შეფასების წინ, რომელიც იქნება მაისში, რომელიც პირდაპირ გავლენას იქონიებს ახლა, ერთი წლის თავზე, ჩვენ ევროპულ პერსპექტივაზე. ევროპულ პერსპექტივასთან კავშირი წერია ამ წერილშიც და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არ გათვალისწინება მსგავსი ორგანიზაციების მოთხოვნის, იქნება კიდევ ერთი ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. დღეს პრეზიდენტს აქვს კიდევ ერთი დილემა და კიდევ ერთი არჩევანი, ისევ წავიდეს "ქართული ოცნების" მიმართულებით და დაუპირისპირდეს მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტულ საერთაშორისო და ადამიანის უფლებების ორგანიზაციას, თუ მიიღოს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება და შეიწყალოს ნიკა გვარამია. ეს არჩევანი მასზეა, ეს პასუხისმგებლობა მასზეა, მე არ ვაპირებ თხოვნებს და მიმართვებს, მან ეს ძალიან კარგად იცის, მაგრამ მე მინდა მივმართო ყველა ორგანიზაციას, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ადამიანს, ვინც დღეს ზრუნავს ამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ ევროპულ მომავალზე, დღეს არის ისევ კონსოლიდაციის და მოქმედების დრო. ჩვენ თუ დაველოდებით როგორ "ქართული ოცნების" სხვა ნაწილების შემდეგ ახლა პრეზიდენტი დაკავდება ჩვენი ევროპული მომავლის გათელვით, ჩვენ დავკარგავთ ისტორიულ შანსს", - თქვა ელენე ხოშტარიამ. 

მისი თქმით, აგრძელებენ კონსულტაციებს ყველა ორგანიზაციასთან და პარტია მზადაა ყველანაირი მოქმედებისთვის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი