გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე, საგამოძიებო კომისიის შექმნა ძირს გამოუთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს - სარჯველაძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, გაუგებარია ოპოზიციის სიჯუტე მოსამართლეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შემქნის საკითხზე. მისი აზრით, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნა, ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს.

"გაუგებარია ოპოზიციის სიჯიუტე ამ საკითხთან დაკავშირებით, გაუგებარია იმიტომ რომ მე მგონი ნახეს ის პრინციპული პოზიცია, რომელიც აქვს ხელისუფლებას და ეს პრინციპული პოზიცია მთლიანად ეყრდნობა კონსტიტუციის პათოსს, იმ თვალსაზრისით, რომ რა თქმა უნდა გაუმართლებელია ვინმესთვის პოლიტიკური დივიდენდების დასაწერად, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც რეალურად ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის განხორციელებისთვის", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამჯერ არ გაიარა რეგისტრაცია და კვორუმი ჩააგდო, რომ საგამოძიებო კომისია არ შექმნილიყო. როგორც პარტიის ლიდერები ამბობენ, ეს გადაწყვეტილება მათ მოსამართლეებისადმი სოლიდარობის გამო მიიღეს. 

საგამოძიებო კომისიამ აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების კორუფციული საქმიანობა უნდა გამოიძიოს. მის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება, თუმცა სანამ საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა, საჭიროა პარლამენტში კვორუმი შედგეს. კვორუმის შესადგენად კი ოპოზიციას სჭირდება, რომ რეგისტრაცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმაც გაიარონ.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი