
ბიზნესცენტრ "ატრიუმში" ორი ოფისია დალუქული. პოლიცია შენობაში გუშინ შევიდა. "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრებმა საგამოძიებო უწყებებს შუადღის 15:00 საათზე მიაწოდეს ინფორმაცია შენობაში შესაძლო ქოლ-ცენტრების მუშაობაზე.
ვასო ურუშაძე ამბობს, რომ საგამოძიებო სამსახურებმა ჩხრეკა 5 საათის შემდეგ დაიწყეს, რაც აჩენს ეჭვს, ეს დრო მტკიცებულებების გასაქრობად ხომ არ იყო გამოყენებული.
"გვქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ შენობაში შესაძლოა ყოფილიყო ე.წ. ქოლ-ცენტრი, რომელიც დაკავებული იქნებოდა ტრანსნაციონალური დანაშაულით. ჩვენ, ჟურნალისტური საგამოძიებო ჯგუფის თანხლებით შევეცადეთ გადაგვემოწმებინა ეს ინფორმაცია, შემდეგ მივმართეთ ჩვენ შესაბამის საგამოძიებო უწყებებს. სამი საათი იყო, როდესაც ჩვენ მივმართეთ და აქ იმყოფებოდა შესაბამისი შსს-ს საპატრულო პოლიციის დანაყოფები, თუმცა ხუთი საათი პროცესმა ჩაიარა რეაგირების გარეშე. ეს ხუთი საათი, სავარაუდოდ, იყო მიცემული დრო იმ ოფისებისთვის, რომ განადგურებულიყო მტკიცებულებები", - თქვა "ანტიკორუფციული მოძრაობის" თავმჯდომარე, ვასო ურუშაძემ.
იხილეთ:
ავტორი: ნინო გიგაური.