"2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედი" - "ქართული ოცნება" ივანიშვილს მადლობას უხდის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" პარტიის დაფუძნებიდან 11 წლის თავთან დაკავშირებით ვრცელ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილის მადლობას უხდის. განცხადებაში ის მოხსენიებულია, როგორც "2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის" შემოქმედი.

პარტია ამბობს, რომ ივანიშვილის ღირებულებების და მის მიერ დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება.

"მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სწორედ მისი ღირებულებების და მის მიერ დამკვიდრებული და გუნდისთვის დატოვებული პრინციპების შედეგია ყველა ის ფუნდამენტური მიღწევა, რომელიც გასული 11 წლის განმავლობაში საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ამ ღირებულებებითა და პრინციპებით, ჩვენი პოლიტიკური გუნდი და, მისი მმართველობით, ჩვენი ქვეყანა განაგრძობს შეუქცევად და თანმიმდევრულ წინსვლას დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების გზაზე", - წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი