Myways Airlines-ში ვერ ადასტურებენ, დაიწვა თუ არა სუდანში მათი კომპანიის თვითმფრინავი

გამოქვეყნდა:

ავიაკომპანია Myways Airlines-ის დირექტორი, რატი ბაკურაძე ამ ეტაპზე ვერ ამბობს, ნამდვილად დაიწვა თუ არა სუდანში მათი თვითმფრინავი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BM.GE ავრცელებს. 

Twitter-ზე გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ხართუმის აეროპორტში Myway Airlines-ის თვითმფრინავი დაიწვა.

"ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. ჩვენი პარტნიორებისგან ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. კადრები ჩვენც ვნახეთ და გარკვეული ვარაუდიც არსებობს, მაგრამ სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ გვექნება, ვერაფერს გეტყვით",- ამბობს ბაკურაძე მედიასთან".

სუდანში ავიაკომპანიის 13 თანამშრომელია დარჩენილი. რატი ბაკურაძის ინფორმაციით, ისინი უსაფრთხოდ არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი