ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის საქმეზე დაკავებულ ირაკლი ღლონტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2020 წლის 23 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. ბრალდებულს პროცესი პროკურორისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო დაატოვებინეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღლონტს პროკურატურამ ლერი სულაბერიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა-ტარებას ედავება.

სამართალდამცველებმა ის 29 ივლისს დააკავეს.

ლერი სულაბერიძის მანქანას 28 ივლისს, ბაგებში ესროლეს. თავად სულაბერიძეს დაზიანება არ მიუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი