ოკუპანტების თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე - კაცი ცეცხლსასროლი იარაღის კონდახითაა ნაცემი

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების თავდასხმა საქართველოს მოქალაქეებზე - ქარელის სოფელ ჭვრინისში რამდენიმე რუსი სამხედრო ადგილობრივ ცოლ-ქმარს განსაკუთრებული სისასტიკით და არაადამიანურად გაუსწორდა. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით არის ნაცემი, რუსი ოკუპანტები ადგილზე ვერც სოფლის მოსახლეობის მისვლამ შეაჩერა.  რუსები მხოლოდ პოლიციის გამოჩენის შემდეგ გაიქცნენ და უარი თქვეს ჩვენი თანამოქალაქეების გატაცებაზე.

დეტალები "მთავარში" 21 საათზე

მომხდარზე სუს-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეები გამოკითხვის მიზნით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებიან. 

აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ კი გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი