
ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტიდან $20 მილიონი კანადური დოლარის ($15 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ოქრო მოიპარეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ტორონტოს აეროპორტს ხშირად იყენებენ ონტარიოს პროვინციაში მოპოვებული ოქროს გადასაზიდად.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ძარცვა 17 აპრილს მოხდა.
BBC წერს, რომ ოქროთი სავსე კონტეინერი აეროპორტში საღამოს მიიტანეს, მოგვიანებით კი ტვირთის შესანახ ობიექტზე გადაიტანეს.
რეგიონული პოლიციის ინსპექტორის, სტეფან დუივესტინის განცხადებით, მათი გუნდი ყველა შესაძლო გზას იძიებს. მისივე თქმით, ორშაბათს მომხდარი ინციდენტი "იშვიათია".
ინსპექტორის განმარტებით, დაკარგულ კონტეინერში ოქროს გარდა სხვა ღირებული პროდუქტიც იყო.
ინსპექტორი უარს ამბობს გაამჟღავნოს, თუ რომელმა ავიაკომპანიამ ჩამოიტანა ტვირთი, სად დაიტვირთა და სად უნდა ჩაეტანათ იგი.
"ჩვენი მიზანია, რომ აღმოვფხვრათ ქურდობა... ჩვენ გვინდა აღმოვფხვრათ ის, მეტ დეტალს ვერ მოგაწვდით," - თქვა სტეფან დუივესტინმა.
აეროპორტის წარმომადგენლების განცხადებით, ქურდებს არ ჰქონდათ წვდომა აეროპორტზე, მაგრამ ისინი საწყობის იმ მხარეს შევიდნენ, რომელიც საჯაროდ არის ღია და რომელიც იჯარით არის გაცემული მესამე მხარისთვის, აეროპორტის უსაფრთხოების ხაზის მიღმა.