საოცნებო საქართველოსთვის მებრძოლი პარტია 11 წლის მმართველობას აღნიშნავს. ხელისუფლების ლიდერები დღეს პომპეზური განცხადებებით და სიამაყით საუბრობდნენ ოცნების მმართველობის წლებზე და ხშირ შემთხვევაში საეჭვო წარმატებებსაც მიიწერდნენ. პარტიაში, რომელშიც თითქმის აღარავინ შემორჩა იმათგან, ვინც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილთან ერთად დააფუძნა გაერთიანება, ამტკიცებენ, რომ ქვეყანაში დემოკრატია, ეკონომიკური განვითარება და დასავლეთთან დაახლოება სწორედ მათი პარტიის საქმიანობას უკავშირდება. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს რეალობა, მოქალაქეები ქუჩაში, პარტიიდან წამოსული პოლიტიკოსები და თავად ოლიგარქიც. ქართული ოცნების ამჟამინდელი ლიდერების მისალოცი გზავნილების ფონზე ბიძინა ივანიშვილი დღეს ორაზროვნად დუმდა.