
NATO-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა მზადაა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაიბრუნოს. მისი თქმით, "რამშტეინის" შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა სხვადასხვა შესაძლებლობების, სისტემების, მიწოდებების აღრიცხვა იყო, რომლებიც უკრაინელებს სჭირდებათ, რათა შესაძლებლობა ჰქონდეთ მეტი ტერიტორია დაიბრუნონ.
"დარწმუნებული ვარ, რომ ახლა ისინი შეძლებენ კიდევ უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას," - თქვა მან გერმანიაში რამშტეინის საავიაციო ბაზაზე შეხვედრის ფარგლებში.
სტოლტენბერგის თქმით, ამჟამად ნატოს მთავარი აქცენტია უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება, ხოლო ომის დასრულების შემდეგ, ახალი თავდასხმების თავიდან აცილება
შეგახსენებთ, დღეს გერმანიაში "რამშტეინის" ფორმატის მორიგი შეხვედრა გაიმართა