ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვნახე სამხედრო მზადების მკაფიო ნიშნები - რაფაელ გროსი

გამოქვეყნდა:

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ბოლო ვიზიტის დროს, სამხედრო მზადების მოწმე გახდა. 

გროსის თქმითვე, ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაბომბვა გრძელდება, რაც საფრთხისშემცველია.

„სამი კვირის წინ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ვიზიტისას დავინახე სამხედრო მზადების მკაფიო ნიშნები. მე ღრმად ვარ შეშფოთებული სადგურზე შექმნილი სიტუაციის გამო." აცხადებს გროსი.

მან არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „სამხედრო მომზადებაში“.

გროსის თქმით, გასული კვირის განმავლობაში IAEA-ს ექსპერტებს თითქმის ყოველდღიურად ესმოდათ დაბომბვის ხმა და მათ თავშესაფარში ჩასვლაც კი მოუწიათ. 

IAEA-ს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ელექტროსადგურზე რეაქტორების გასაგრილებლად ახლა მხოლოდ ერთი ელექტროგადამცემი ხაზი მუშაობს, რომლის სიმძლავრე 750 კილოვოლტია. ომამდე კი სადგურს ოთხი ასეთი ხაზი ჰქონდა. 

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და ქალაქი ენერგოდარი დაახლოებით ერთი წელია ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ. 2022 წლის ოქტომბერში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც, სადგური რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციას Rosenergoatom-ს დაუქვემდებარა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი