
ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ინარა მურნიეჩემ "რამშტეინის" კონტაქტური ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს Stinger-ის ყველა საჰაერო თავდაცვის სისტემას, რომელიც ხელმისაწვდომია ლატვიური მხარისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ლატვიურ მაუწყებელ LSM-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონკრეტულად რამდენ "სტინგერზეა" საუბარი, მას არ დაუკონკრეტებია.
მისივე თქმით, ლატვია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების წვრთნას და 2022 წელთან შედარებით, ორჯერ მეტ პერსონალს მოამზადებს.
მურნიეჩემ დასძინა, რომ 2023 წლის ბოლომდე ლატვიაში 3000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი გაივლის წვრთნას.
ლატვიამ სხვა იარაღთან ერთად, პირველი სტინგერი უკრაინას 2023 წლის იანვარში გადასცა. ხოლო მთლიანმა მხარდაჭერამ 334 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ ქვეყნის მშპ-ის დაახლოებით 0,93%-ია.