
რუსულმა სასამარლომ Bellingcat-ის გამომძიებლის ხრისტო გროზევის დაკავების ბრძანება გასცა. არსებული ცნობით, მოსკოვის ლეფერტოვოს რაიონულ სასამართლოს "საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო" გროზევის დაპატიმრების შესახებ მოთხოვნით, გამოძიებამ მიმართა. სასამართლომ გროზევს აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
გასული წლის დეკემბერში გროზევზე რუსეთში ძებნა გამოცხადდა. მოგვიანებით რუსეთის საიდუმლო სამსახურმა მას უკრაინის დაზვერვისთვის დახმარებაში დასდო ბრალი, რასაც გროზევი უარყოფს.
ხრისტო გროზევი Bellingcat-თან 2015 წლიდან თანამშრომლობს. Bellingcat-ს უკავშირდება მნიშვნელოვანი გამკოძიებები, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების საქმიანობის თაობაზე ევროპის ტერიტორიაზე, მათ შორის, გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე, ასევე, გამოძიება დონბასში მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებისა და რუსი ოპოზიციონერის, ნავალნის მოწამვლის საქმეზე.
ცნობისთვის, 21 აპრილს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გამომძიებელი ჟურნალისტი შეიყვანა "უცხოური აგენტების“ რეესტრში.
ამავე თემაზე: