რუსეთმა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი "უცხოური აგენტების რეესტრში" შეიყვანა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ჟურნალისტი, Bellingcat-ის ხელმძღვანელი ხრისტო გროზევი, "უცხოური აგენტების რეესტრში" შეიყვანა

გროზევის გარდა, სიაში არიან პოლიტიკოსი ელვირა ვიხარევა, აქტივისტი ნატალია სევეც-იერმოლინა და ორი ორგანიზაცია.

შეგახსენებთ, ხრისტო გროზევი რუსეთმა გასულ წელს, ძებნილთა სიაშიც შეიყვანა. მას "რუსული არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას“ ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი