"ის არის მხატვარი საფრთხე" - სალომე ზურაბიშვილის "ახალი ეპითეტი"

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს „მხატვარ საფრთხეს" უწოდებს. გოცირიძე ზურაბიშვილის იმ ბრძანებას ეხმაურება, რომლითაც პრეზიდენტმა "პრეზიდენტის დროშა" დაამტკიცა.

გოცირიძე ამბოვს, რომ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას ეწინააღმდეგება:

„როგორ შეიძლება პრეზიდენსტს ჰქონდეს საკუთარი დროშა? - დროშა არის ერთი, ეს არის სახელმწიფო დროშა. მისი გადაწყვეტილება ჯერ ერთი არის არაკონსტიტუციური და როდესაც პრეზიდენტზე ვიძახდით, რომ ის არის მოსიარულე საფრთხე, ანუ გადადგამს ფეხს და მერე მისი შეცდომები უნდა გამოასწოროთ, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მოლაპარაკე საფრთხე, როდესაც ვამბობთ, რომ ის არის მწერალი საფრთხე, როდესაც რაიმე პოსტს დადებს და ხან ლიტერატურულად არის ჩასასწორებელი და ხან პოლიტიკურად, ახლა უკვე დაემატა ახალი ეპითეტი და ის არის მხატვარი საფრთხე. დახატა რაღაც დროშა, რომელიც უკვე ფაქტობრივად, ხდება პოლიტიკური ქილიკისა და დაპირისპირების საგანი და ასე ვთქვათ, ძალაუფლების შტოებში სეპარატულ კუნძულად წარმოაჩენს საკუთარ თავს და ეწინააღმდეგება ზოგადსახელმწიფოებრივ სიმბოლიკას“ ამბობს გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. ბრძანებულება საკანონმდებლო მაცნეში 30 ივლისს გამოქვეყნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი