უკრაინის საჰაერო თავდაცვის ცნობით, 4 შაჰიდის დრონი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

21 აპრილის საღამოს, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის რაიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა - საჰაერო თავდაცვამ 4 შაჰიდის დრონი ჩამოაგდო.

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს მცხოვრებლებმა  ორი აფეთქების ხმა გაიგეს, რაზეც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა განმარტა, რომ „საჰაერო თავდაცვა მუშაობდა“.

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ 21 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, უკრაინას მტერმა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან შეუტია შაჰიდის დრონებით და ვარაუდობენ, რომ ხუთი უპილოტო საფრენი აპარატიდან, ოთხი ჩამოაგდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი